ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

2013 წლის 20 აგვისტოს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ა. (ა) ი. პ.  აჭარის განათლების ფონდის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე აჭარის განათლების ფონდს დაემატა მეორე მიმართულება - მასწავლებელთა პროფესიული  განვითარება.

✅2022 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები: ტრენერთა ტრენინგები, პედაგოგთა სტატუსის ტრენინგები, სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგები, ინკლუზიური განათლების პროგრამის ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, ექსპერტის სემინარი, კონფერენციები, უცხოეთში სტაჟირება.

✅ა (ა) ი პ აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლის სახლი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილ ტრენინგ-კურსებს. სატრენინგო პროგრამების გავლა უფასოა საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებლებისთვის, ასევე იმ კერძო სკოლების პედაგოგებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.

✅ 2022 წლის ივნის-ივლისსა და ოქტომბერ-ნოემბერში გადამზადება გაიარა: 3 618 უფროსმა მასწავლებელმა და  389 წამყვანმა მასწავლებელმა.

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე ა(ა)იპ ბათუმის მასწავლებლის სახლი ასევე ახორციელებს ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგ-კურსს.

2022 წელს ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ონლაინ ტრენინგ-კურსის ორი საბაზისო მოდული გაიარა 676 მსმენელმა.

✅2022 წელს აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა 4 399 მსმენელმა მიიღო.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიყევით ბმულს...