ტრენინგი გეოგრაფიის უფროსი მასწავლებლებისათვის - „გეოგრაფიული წიგნიერება“

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) მიმდინარეობს ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
✅ 2023 წლის 3-12 მარტს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა მდგრადი განვითარებისთვის ხელშეწყობის ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის გეოგრაფიის მასწავლებელთათვის.
✅ ტრენინგ-მოდულს: „გეოგრაფიული წიგნიერება: ციფრული რესურსების და გეოგრაფიული წყაროებისა გამოყენება გეოგრაფიის სწავლებისას, უფროსი მასწავლებლებისთვის“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ლუიზა რევიშვილი. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულის მიზანია:
• მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და ცოდნის გაღრმავება;
• კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული რესურსების შერჩევა, ანალიზი და შექმნა;
• ციფრული რესურსების და გეოგრაფიული წყაროების გამოყენება გეოგრაფიის სწავლებისათვის და კომპლექსურ დავალებებზე მუშაობისას;
• სწავლა-სწავლების პროცესში მაიკროსოფტის სხვადასხვა სერვისის გამოყენება.
✅ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა და უნარები გეოგრაფიული წიგნიერების მიმართულებით;
• დაეუფლონ ციფრული რესურსებისა და გეოგრაფიული წყაროების ანალიზისა და გამოყენების სტრატეგიებს;
• მიზნობრივად და ეფექტიანად შეარჩიონ და გამოიყენონ ციფრული რესურსები და სხვადასხვა გეოგრაფიული წყარო გეოგრაფიის სწავლებისას და კომპლექსურ დავალებებზე მუშაობისას;
• საჭიროების შემთხვევაში შეძლებისდაგვარად თავად შექმნან გეოგრაფიული ციფრული რესურსები ( მაგ, ინტერაქტიური რუკები და სხვ.) და სხვა სახის გეოგრაფიული წყაროები.
✅იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს;
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
✅ 9 მარტს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.