ტრენინგები - „კიბერბულინგის პრევენცია სასკოლო საზოგადოების ჩართულობით“

➡️ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) წარმატებით მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლების ტრენინგები.
➡️2023 წლის 10-12 მარტს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის ტრენინგები უფროსი/წამყვანი/მენტორი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის.
➡️ტრენინგ-მოდულს:"კიბერბულინგის პრევენცია სასკოლო საზოგადოების ჩართულობით" ტარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები - ხათუნა ლორთქიფანიძე და გვანცა სალია. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 6 საკონტაქტო საათი, 3 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡️ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია მასწავლებლების კიბერცნობიერების ამაღლება.
➡️ ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები აიმაღლებენ ცნობას კიბერუსაფრთხოების შესახებ და გაიუმჯობესებენ უნარებს.
➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს;
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
➡️ 11 მარტს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.