ტრენინგები - „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების თავისებურებები

✅აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
✅ 2023 წლის 3-12 მარტს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე ქართული ენისა და ლიტერატურის (7-12 კლ.) მოქმედი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულს: „ვეფხისტყაოსნის“ საკვანძო და აქტუალური საკითხების სწავლების თავისებურებები უფროსი მასწავლებლებისათვის“ - ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ანა ლორია და რუსუდან ნადარეიშვილი.
✅ ტრენინგ-კურსის მიზანია:
• „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების აქტუალური საკითხების განხილვა და ამ საკითხების მოსწავლეებისათვის მიწოდების გზებზე მსჯელობა.
•Bookcreator პლატფორმის შესაძლებლობების გააზრება და მისი ეფექტიანი გამოყენება სწავლებაში.
✅ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• „ვეფხისტყაოსნის“ სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებას;
• „ვეფხისტყაოსნის“ ძირითად სახისმეტყველებით ასპექტებზე მსჯელობას;
• მსჯელობას „ვეფხისტყაოსანში“ ადამიანის რენესანსული იდეალის შესახებ;
• მსჯელობას ფერის სიმბოლურ დანიშნულებასა და ფერთა მეტყველებაზე ,,ვეფხისტყაოსანში“;
• დისკუსიის გამართვას „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის მსოფლმხედველობასთან დაკავშირებით;
• პოემაში „საჩოთირო ეპიზოდების“ შესახებ მოსაზრებების ანალიზსა და ამ საკითხის მოსწავლეებისათვის მიწოდების გზებზე მსჯელობას;
• Bookcreator პლატფორმის შესაძლებლობების გააზრებასა და მის ეფექტიან გამოყენებას სწავლებაში.
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
✅ 9 მარტს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე.