ტრენინგი კომპიუტერული ტექნოლოგიების უფროსი მასწავლებლებისათვის

➡️ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) წარმატებით მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლების ტრენინგები.
➡️ 2023 წლის 3-12 მარტს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები კომპიუტერული ტექნოლოგიების უფროსი მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡️ ტრენინგ-მოდულს: „მაიკროსოფტის პროდუქტების გამოყენება კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე უფროსი მასწავლებლებისათვის“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - მინდია დიდმანიძე.
➡️ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია: მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ და შემდეგ სასწავლო პროცესში გამოიყენონ Microsoft -ის პროდუქტები: Sharepoint, Class Notebook, Sway; საოფისე პროგრამები: EXCEL-ი მონაცემების დამუშავება და ანალიზი; მაკროსების შექმნა და გამოყენება VBA (Visual Basic პროგრამირების ენა) რედაქტორის გამოყენებით. განხილული იქნება მიკროკონტროლერის პროგრამირება ბლოკების გამოყენებით -მაიკროსოფტის Microsoft MakeCode for micro:bit (microbit.org) პლატფორმის გამოყენებით. მონაწილეები აღნიშნული პლატფორმაზე შექმნიან სხვადასხვა პროექტებს სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად.
➡️ ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: კურსის ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• სწავლა-სწავლების პროცესში მაიკროსოფტის პროდუქტების გამოყენებას;
• სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად შექმნიან სხვადასხვა პროექტებს Microsoft MakeCode for micro: bit (microbit.org) პლატფორმის გამოყენებით.
➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს;
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
➡️ 11 მარტს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.