მათემატიკის (1-6 კლ.) უფროს მასწავლებელთა სტატუსის ტრენინგები

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

✅ 2023 წლის მარტში ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები დაწყებითი საფეხურის მათემატიკის უფროსი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის. ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

✅ ტრენინგ-მოდულს: „დაწყებით საფეხურზე მათემატიკის სწავლების აქტუალური საკითხები“, ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ნინო მალაზონია (3-12 მარტი) და ნინო ვაშალომიძე (10-19 მარტი).

✅ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია მონაწილეებს მისცეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით საფეხურზე მათემატიკის სწავლებისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარები შემდეგ საკითხებში: მათემატიკის სასკოლო კურიკულუმის ძირითადი კომპონენტები; სასკოლო კურიკულუმის შექმნის და განვითარების მეთოდოლოგია; მათემატიკის დაწყებითი საფეხურის ცალკეული საკითხების სწავლების სპეციფიკა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის; კითხვის სტრატეგიების გამოყენება ტექსტური ამოცანების ამოხსნისას; მათემატიკური შინაარსის, საგანმანათლებლო კომპიუტერული პროგრამების გამოყენება საგნის სწავლებისას.

✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

• დაესწროს ტრენინგის 70%-ს.

• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

✅ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - ანა ლამპარაძე.