2023 წლის მასწავლებელთა გამოცდების სიახლეები

➡️ 2023 წლის მასწავლებლების გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო და 3 აპრილამდე გაგრძელდება. გამოცდები ჩატარდება როგორც საგნობრივი, ასევე სტატუსის ასამაღლებლად.

➡️ 2023 წელს  მცირეოდენი ცვლილებები იგეგმება პედაგოგებისათვის განკუთვნილ გეოგრაფიისა  და ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგამოცდო ტესტებში.

➡️ გეოგრაფიის მასწავლებლებს აღარ დაურიგდებათ A3-ის ფორმატის ტოპოგრაფიული რუკა, თითოეულ კითხვას ელექტრონულ ბუკლეტშივე მიმაგრებული ექნება ტოპოგრაფიული რუკის მცირე ზომის ფრაგმენტი.

➡️ „ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნის მასწავლებლის გამოცდას“  დაერქმევა „კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის მასწავლებლის გამოცდა“. საგამოცდო პროგრამას დაემატება ვიზუალური პროგრამირების საკითხები - პროგრამა Scratch-ი.

➡️ წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში 2023 წელს გამოცდის ხანგრძლივობა იქნება 5 საათი.

➡️ ცვლილებები შევიდა პედაგოგთა კარიერული წინსვლის სქემაშიც. მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასება მოხდება ორდონიანი პორტფოლიოს მეშვეობით. მას მასწავლებელი ასახავს  პორტფოლიოში, რომელიც განთავსებულია სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, eschool-ის ელექტრონულ სივრცეში.  

➡️ წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მსურველი ვალდებულია, პორტფოლიოში წარმოადგინოს საკუთარი საქმიანობის რეფლექსია და განხორციელებული აქტივობების მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს შესაბამისი კომპეტენციების ფლობას შემდეგი სამი მიმართულებით: 1. სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; 2. სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება; 3.  პროფესიული პასუხისმგებლობა.