გრძელდება ტრენინგები ქართული ენის (1-6 კლ.) უფროსი მასწავლებლებისათვის

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
✅ 2023 წლის 10-19 მარტს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე ქართული ენისა და ლიტერატურის (1-6 კლ.) მოქმედი მასწავლებლების სამი ჯგუფისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულს: „სწავლა-სწავლების თანამედროვე სტრატეგიების გამოყენება ქართულის სწავლებისას დაწყებით საფეხურზე, უფროსი მასწავლებლებისთვის“ ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: მარიზა აბაშიძე, ნათია თავდგირიძე და თინათინ გიორგაძე.
✅ ტრენინგ-მოდულის თემატიკა: დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებლები გაეცნობიან ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლა-სწავლების თანამედროვე სტრატეგიებს (თანამშრომლობითი სწავლება, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, თემატური ერთეულებით სწავლება, ინტეგრირებული სწავლება).
✅ ტრენინგ-კურსის მიზანია:
• მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ცოდნის გაღრმავება, თანამედროვე სტრატეგიების გამოყენება ქართულის სწავლებისას;
• სწავლა-სწავლების პროცესში მაიკროსოფტის სხვადასხვა სერვისის გამოყენება.
✅ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა და უნარები;
• დაეუფლონ ქართულის სწავლების თანამედროვე სტრატეგიებს;
• მიზნობრივად და ეფექტიანად შეარჩიონ და გამოიყენონ სწავლა-სწავლების თანამედროვე სტრატეგიები ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას სწავლებისას.
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
✅ 15 მარტს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე.