მათემატიკის (7-12) უფროს მასწავლებელთა ტრენინგების მეორე ეტაპი

➡️ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

➡️ 2023 წლის 10-19 მარტს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგი  მათემატიკის (7-12 კლ.) უფროსი მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

➡️ ტრენინგ-მოდულს: „საბაზო-საშუალო საფეხურზე მათემატიკის სწავლების დიდაქტიკის ცალკეული საკითხები უფროსი მასწავლებლებისთვის“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი როინ ნაკაიძე.

➡️ ტრენინგ-მოდულის მიზანია: მონაწილეებმა განივითარონ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურზე მათემატიკის სწავლების პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარები; გაეცნონ მათემატიკის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებს.

➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

• დაესწროს ტრენინგის 80%-ს;

• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

➡️ 15 მარტს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო - დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.