ინგლისური ენის პედაგოგების ტრენერთა კონკურსი

"სასწავლო მეთოდოლოგიების გაუმჯობესება და ინგლისური ენის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა  საქართველოში“   "ბრიტანეთის საბჭოს საქართველოში“  და ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის ერთობლივი პროექტის გარგლებში "ბრიტანეთის საბჭო" საქართველოში აცხადებს კონკურსს ინგლისური ენის პედაგოგთა ტრენერების პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.  
 
"ბრიტანეთის საბჭო" საქართველოში იწვევს კვალიფიცირებულ, აქტიურ და მოტივირებულ ინგლისური ენის პედაგოგთა ტრენერებს პროგრამაში - "სასწავლო მეთოდოლოგიების გაუმჯობესება და ინგლისური ენის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა  საქართველოში" - მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა ხორციელდება ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდთან თანამშრომლობით.
 
პროგრამის მიზანია, მოვიზიდოთ მაღალი პროფესიული უნარ-ჩვევებისა და ენის სწავლების მდიდარი გამოცდილების მქონე ინგლისური ენის პედაგოგები, რომლებსაც აქვთ პედაგოგთა სწავლების ან ლიდერულ/მრჩევლის პოზიციაზე (პედაგოგთა ტრენერი, მენეჯერი, მასალების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი, მკვლევარი ან ინგლისური ენის მრჩეველი) მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება და სურთ შემდგომი პროფესიული განვითარება და სრულყოფა.