გეოგრაფიის მასწავლებელთა სტატუსის ტრენინგები დასრულდა

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) მიმდინარეობს ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
✅ 2023 წლის 11-13 აპრილს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა მდგრადი განვითარებისთვის ხელშეწყობის ტრენინგი უფროსი/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის გეოგრაფიის მასწავლებელთათვის.
✅ ტრენინგ-მოდულს: „ციფრული რესურსების გამოყენება გეოგრაფიის სწავლებისას უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ლუიზა რევიშვილი. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 6 საკონტაქტო საათი, 3 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულის მიზანია:
• მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და ცოდნის გაღრმავება;
• კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული ციფრული რესურსების შერჩევა, ანალიზი და შექმნა;
• ციფრული რესურსების გამოყენება გეოგრაფიის სწავლებისათვის და კომპლექსურ დავალებებზე მუშაობისას.
✅ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა და უნარები გეოგრაფიის სწავლებისას ისტ-ის გამოყენების მიმართულებით;
• დაეუფლონ ციფრული რესურსების გამოყენებისა და ანალიზის სტრატეგიებს;
• მიზნობრივად და ეფექტიანად შეარჩიონ და გამოიყენონ ციფრული რესურსები გეოგრაფიის სწავლებისას და კომპლექსურ დავალებებზე მუშაობისას;
• საჭიროების შემთხვევაში შეძლებისდაგვარად თავად შექმნან გეოგრაფიული ციფრული რესურსები ( მაგ; ინტერაქტიური რუკები და სხვ.) და სხვა სახის გეოგრაფიული წყაროები.
✅იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს;
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
✅ 12 აპრილს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.