გრძელდება ტრენინგები - „ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში“

➡️ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) წარმატებით მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლების ტრენინგები.
➡️ 2023 წლის 21-13 აპრილსა და 28-30 აპრილს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები ნებისმიერი საგნის უფროსი და წამყვანი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 6 საკონტაქტო საათი, 3 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡️ ტრენინგ-მოდულს: „ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: გვანცა სალია.
➡️ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია: მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ და შემდეგ სასწავლო პროცესში გამოიყენონ შემდეგი პროდუქტები: Edpuzzle-edpuzzle.com პორტალის საშუალებით ციფრული რესურსი შექმნა, Mentimeter -ის გამოყენება აუდიტორიისაგან უკუკავშირის მისაღებად, Miro | Online Whiteboard for Visual Collaboration -ონლაინ კოლაბორაციის პლატფორმა; Home | Clipchamp - ონლაინ ვიდეორედაქტორი; ინფოგრაფიკის შექმნა -Visual & Video Maker Trusted By 11 Million Users - Piktochart-ის საშუალებით; Home - Canva - დიზაინის შექმნა სხვადასხვა პროდუქტებისთვის. მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნული ვებგვერდების გამოყენებით შექმნილი რესურსები გამოიყენონ სწავლა-სწავლების პროცესში.
➡️ ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: კურსის ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• მოსწავლეებისთვის ინტერაქტიული ვიდეოს შექმნას;
• ინტერაქტიული პრეზენტაციის/გამოკითხვის შექმნას;
• ონლაინ ვიდეო-რედაქტორის გამოყენებას ვიდეოების შესაქმნელად და დასამუშავებლად;
• ონლაინ კოლაბორაციის პლატფორმის გამოყენებას;
• ინფოგრაფიკების, გონებრივი რუკების შექმნას.
➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს;
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
➡️ ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.