დასრულდა ტრენინგი რუსული ენის წამყვანი მასწავლებლებისათვის

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
✅ 2023 წლის 21-26 აპრილს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი რუსული, როგორც უცხოური ენის მოქმედი წამყვანი მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულს: „ციფრული რესურსის გამოყენება რუსულის, როგორც უცხოური ენის გაკვეთილზე წამყვანი მასწავლებლებისათვის“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ლალი მსხილაძე.
✅ ტრენინგ-კურსის მიზანია მასწავლებლები გაეცნონ საგაკვეთილო პროცესში ციფრული რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს.
✅ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: რუსულის, როგორც უცხოური ენის გაკვეთილზე ციფრული რესურსების შექმნასა და გამოყენებას მოსწავლეთა მოტივაციისა და სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად, კერძოდ გაეცნობიან:
• Flipgrid -ის პლატფორმის გამოყენებს;
• Wakelet უფასო პლატფორმის გამოყენებას;
• Book Creator - საგანმანათლებლო პროგრამას;
• ორიგინალური მრავალფუნქციური პროგრამა Genially-ს;
• Thinglink ინტერაქტიული ინფოგრაფიკის /ინტერაქტიული პლაკატების შექმნის ინსტრუმენტს;
• Wordwall წიგნიერების ინსტრუმენტს
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს, მინიმუმ 4 სესიას;
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
✅ 24 აპრილს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე.