დასრულდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელთა ტრენინგები

➡️ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) დასრულდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების უფროს და წამყვან მასწავლებელთა ტრენინგები.
➡️ 2023 წლის აპრილში ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენინგი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე მოქმედი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის: I ჯგუფი: 22-27 აპრილი; II ჯგუფი: 22-23; 29-30 აპრილი და 1-2 მაისი.
➡️ ტრენინგ-მოდულს: „ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე, უფროსი/წამყვანი მასწავლებლებისათვის“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ნათია ცინცაძე. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡️მოდულის მიზანია: მონაწილეებს მისცეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლებისათვის აუცილებელი საგნობრივი ცოდნა და უნარები.
➡️ ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილის დასაგეგმად;
• სხვადასხვა ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებას;
• ვიზუალური მასალის მიზნობრივად შერჩევას;
• ტექნოლოგიების გამოყენებით მარტივი შემოქმედებითი აქტივობების განხორციელებას;
• საგაკვეთილო რესურსების შედგენას.
➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს.
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
➡️ ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.