დასრულდა ტრენინგები - „on-line ინსტრუმენტების გამოყენება“

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) წარმატებით მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლების ტრენინგები.

✅ 2023 წლის 12-14 მაისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დასრულდა ტრენინგები ნებისმიერი საგნის უფროსი და  წამყვანი მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 6 საკონტაქტო საათი, 3 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

✅ ტრენინგ-მოდულს: „ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: გვანცა სალია.

✅ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია: მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ და შემდეგ  სასწავლო პროცესში გამოიყენონ შემდეგი პროდუქტები: Edpuzzle-edpuzzle.com პორტალის საშუალებით ციფრული რესურსი შექმნა,  Mentimeter -ის გამოყენება აუდიტორიისაგან უკუკავშირის მისაღებად,  Miro | Online Whiteboard for Visual Collaboration -ონლაინ კოლაბორაციის პლატფორმა;  Home | Clipchamp - ონლაინ ვიდეორედაქტორი; ინფოგრაფიკის შექმნა -Visual & Video Maker Trusted By 11 Million Users - Piktochart-ის საშუალებით;  Home - Canva - დიზაინის შექმნა სხვადასხვა პროდუქტებისთვის. მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნული ვებგვერდების გამოყენებით შექმნილი რესურსები გამოიყენონ სწავლა-სწავლების პროცესში.

✅ ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: კურსის ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

• მოსწავლეებისთვის ინტერაქტიული ვიდეოს შექმნას;

• ინტერაქტიული პრეზენტაციის/გამოკითხვის შექმნას;

• ონლაინ ვიდეო-რედაქტორის გამოყენებას ვიდეოების შესაქმნელად და დასამუშავებლად;

• ონლაინ კოლაბორაციის პლატფორმის გამოყენებას;

• ინფოგრაფიკების, გონებრივი რუკების შექმნას.

✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

• დაესწროს ტრენინგის 70%-ს;

• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

✅ 13 მაისს ტრენინგების მიმდინარეობას  გაეცნო დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.