ტრენერთა ტრენინგები ბათუმის მასწავლებლის სახლში
მიმდინარე წლის აპრილში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში/ბათუმის მასწავლებლის სახლში ორი მიმართულების ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა.
„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში სქემაში ჩართული ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასების ჯგუფის წევრების ტრენერთა ტრენინგი და ინკლუზიური განათლების მიმართულების ტრენერთა ტრენინგი.
სქემაში ჩართული ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასების ჯგუფის წევრების ტრენერებს 20-23 აპრილს ჩაუტარდათ შემდეგი ტრენინგ-მოდულები:
• მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის შეფასება (8 სთ)
• სამოდელო გაკვეთილების დაგეგმვა და შეფასება (5 სთ)
• პედაგოგიური კვლევის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება (5 სთ)
აღნიშნული მოდულების ჩატარების უფლებამოსილება მიეცემათ ტრენერთა ტრენინგის გავლის შემდგომ ტესტური დავალების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.
ტრენინგებს ატარებდნენ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წამყვანი ტრენერები: ნინო ბეგლარაშვილი და მედეა ქოქრაშვილი.
16-18 აპრილსა და 22-23 აპრილს ინკლუზიური განათლების მიმართულების ტრენერთა კანდიდატებს შერეულ ჯგუფში ჩაუტარდათ ტრენინგ-მოდული ზოგადი განათლების პედაგოგებისთვის: „სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინტეგრაცია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“ (21 სთ). ტრენერთა ტრენინგის დროს კანდიდატებმა ინდივიდუალური დავალებები წარმოადგინეს და შემაჯამებელი შეფასებები მიიღეს.
ტრენინგს ატარებდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინკლუზიური განათლების ტრენერი - თამარ ისაკაძე.