ერთიანი ეროვნული და პედაგოგთა გამოცდები დასრულდა

➡️ერთიანი ეროვნული გამოცდები საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდა. აპლიკანტები  ორნაწილიან ტესტს აბარებდნენ. მათ გამოცდა ჰქონდათ ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში. წინა  დღე  კი წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერას დაეთმო.

➡️ ასევე დასრულდა პედაგოგთა გამოცდებიც. საგნის გამოცდა ქონდათ მასწავლებლობის მსურველებსაც. ანუ მათ, ვინც ახლა გეგმავს პროფესიაში შესვლას და სკოლაში მუშაობის დაწყებას.

➡️ დარეგისტრირებული 18 500 აპლიკანტიდან (16 000  - საგნის გამოცდაზე; ხოლო 2 500 - სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე) გამოცდაზე 82% გავიდა. მათ სერტიფიცირებისათვის უმაღლესი შეფასება - 10 კრედიტ-ქულა სჭირდებათ.

➡️ მასწავლებლის გამოცდების შედეგები აგვისტოს შუა რიცხვების შემდეგ ეტაპობრივად გამოცხადდება.