აჭარის განათლების ფონდის ტრენინგების 2023 წ. 1-ლი ნახევრის სტატისტიკა

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა/ბათუმის მასწავლებლის სახლმა დაასრულა დისტანციური ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის და სკოლამდელი განათლების დაწესებულებათა თანამშრომლებისათვის.

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) ZOOM-ის პლატფორმაზე გადამზადდა - 117  მსმენელი.

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) Microsoft TEAMS-ის პლატფორმაზე გადამზადდა - 4 142 მსმენელი.

✅ 2023 წლის იანვარსა და ივლისში განხორციელებული ტრენინგების მსმენელთა სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

️ აღმზრდელ-მასწავლებელი: 117 მსმენელი.

➡️ უფროსი მასწავლებელი: 1 664  მსმენელი   

➡️ წამყვანი მასწავლებელი: 420 მსმენელი

➡️ გამჭოლი მიმართულება: 2 058  მსმენელი.

✅ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ...