სამუშაო შეხვედრა კატასტროფების რისკის შემცირების სწავლების ტრენერებთან
✅ 2015 - 2020 წ.წ. აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე ახორციელებდა ტრენინგ-მოდულს: "ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით". მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა ტრენერთა ერთობლივი შერჩევა, TOT -ის (ტრენერთა ტრენინგი) ჩატარება და ტრენინგ-კურსის გადმოცემა აჭარის განათლების ფონდისათვის.
✅ კურსის მთავარი მიზანია ბავშვების, მათი ოჯახების და საზოგადოების განათლებით გაძლიერება ბუნებრივი კატასტროფების მიმართ. პროექტი უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს შექმნას ბავშვებისათვის, სწავლების ინოვაციური და მდგრადი მიდგომებით კატასტროფების რისკის შემცირებას.
✅ 2023 წლის 1 სექტემბერს, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე და კოორდინატორი სოფო თენიეშვილი ფონდის ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულების ტრენერებს დისტანციურად შეხვდნენ.
✅ ონლაინ-შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფონდის ტრენერები: მზია სალაძე, ლუიზა რევიშვილი, ნინო ტავლალაშვილი, ნანა ვარდმანიძე, თამარ გოგიშვილი, ხათუნა ლორთქიფანიძე.
✅ შეხვედრაზე განიხილეს ტრენინგ-მოდულის პროგრამა, რომელიც გარკვეულ ცვლილებებს მოითხოვს გაკვეთილის დაგეგმვის და მიზნობრივი აქტივობების განხორციელების კუთხით. ასევე განხილული იყო ტრენინგების დაგეგმვის საორგანიზაციო საკითხები.
✅ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი გეგმავს ტრენინგების ჩატარებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა მუნიციპალიტეტის იმ საჯარო და კერძო სკოლებში, სადაც აღნიშნული მოდული არ განხორციელებულა. ეს აქტივობა ხელს შეუწყობს მოსახლეობაში, კერძოდ მოსწავლე-ახალგაზრდობაში, კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ ცოდნის ფართოდ გავრცელებას.