რეგისტრაცია ტრენინგზე: „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება კეთებით ფიზიკის სწავლების პროცესში“

➡️ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აცხადებს რეგისტრაციას სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგზე: „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება კეთებით ფიზიკის სწავლების პროცესში“; 12 საკონტაქტო საათი, 4 სესია, თითო სესია 3 საათი.
➡️ ტრენინგი განკუთვნილია აჭარის საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკის უფროსი, წამყვანი და მენტორი სტატუსის მქონე მოქმედი მასწავლებლებისათვის.
➡️ ტრენინგი ჩატარდება აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლის) ლაბორატორიაში, პირისპირ ფორმატში, შაბათსა და კვირას.
➡️ ტრენინგ-მოდულის ზოგადი მიზნებია: მონაწილეებს მისცეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე, ფიზიკის სწავლებაში გამოსაყენებლად პროგრამირებადი ელექტრონიკის, სენსორების, პროექტების კეთებით და ვირტუალური ექსპერიმენტებით სწავლების მეთოდიკა.
➡️ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• ზოგად ფიზიკაში თანამედროვე ტექნოლოგიებით ექსპერიმენტების ჩატარებას, თეორიული ცოდნის სისტემატიზაციას და პრაქტიკაში გამოყენებას;
• სასწავლო პროცესში სხვადასხვა რესურსების ეფექტიანად გამოყენებას;
• ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპების უკეთ გააზრებას და სწავლებაში გამოყენებას;
➡️ მონაწილეთა შეფასების სისტემა: იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს (მინიმუმ 3 სესია).
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
➡️ ტრენინგზე რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულად, მიმდინარე წლის 13 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.