შეხვედრა კონკურსის გამარჯვებულებთან
➡️ 2024 წლის 25 იანვარს, ბათუმის ილია ჭავაჭავაძის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან დავით ბაციკაძესთან და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად მასწავლებლებს შეხვდა.
➡️ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას სახელწოდებით - "პროექტი ჩემს გაკვეთილზე", რომლის მიზანია მასწავლებელთა საქმიანობის მხარდაჭერა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში საკლასო აქტივობების გამრავალფეროვნების ხელშეწყობა.
➡️ 2023 წლის 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 283 საპროექტო განაცხადი. საკონკურსო კომისიამ შეაფასა წარმოდგენილი განაცხადები, რის შედეგად შერჩეული იქნა 61 პროექტი, რომელთა განხორციელება დაიწყება 2024 წლის თებერვლიდან და გაგრძელდება ივნისის ჩათვლით.
➡️ "პროექტი ჩემს გაკვეთილზე" კონკურსი ორ ეტაპად ცხადდება. მეორე ეტაპზე საპროექტო განაცხადების მიღება იწარმოებს 2024 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით. პროექტის განხორციელების ვადად განისაზღვრება 2024-2025 სასწავლო წელი.