ყურადღება! გაგრძელდა აჭარის ფიზიკის მასწავლებელთათვის CERN-ში სტაჟირების კონკურსის ვადები!
✅ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აცხადებს ფიზიკის მასწავლებელთა კონკურსს ქ. ჟენევაში (შვეიცარია) მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად.
✅ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოქმედ უფროს, წამყვან ან მენტორ მასწავლებლებს, რომლებიც სტაჟირების პროგრამის ფარგლებში არ არიან ნამყოფი ზემოხსენებულ კვლევით ცენტრში.
✅ კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან დოკუმენტაციის განხილვის შედეგად; ხოლო მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და წარადგენენ სკოლაში მოსწავლეებთან ერთად განხორციელებულ სასწავლო პროექტ-გაკვეთილს ფიზიკაში ან ინტეგრირებულს ფიზიკასთან პრეზენტაციის სახით.
✅ კონკურსის შედეგად შეირჩევა ოთხი მასწავლებელი, რომელთაც საშუალება ექნებათ ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერონ სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიები, ადგილზე ჩაატარონ სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე მოისმინონ ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე და მის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში.
✅ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიყევით ბმულს..