ვორქშოფები მათემატიკის მასწავლებელთათვის

➡️ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს საგნობრივ ვორქშოფებს პროგრამის - "ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის" ფარგლებში ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებისათვის.  ვორქშოფების თემატიკა ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას, მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და მასწავლებელთა საჭიროებების ანალიზს.

➡️ 2024 წლის 16-17 მარტს  ჩატარდა ვორქშოფები მათემატიკის მასწავლებელთათვის. მათი ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 4 საკონტაქტო საათი, 2 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

➡️ 16 მარტს  ვორქშოპს - “ბრტყელი ფიგურის ფართობის გამოთვლის რამდენიმე არასტანდარტული  ალგორითმი” ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ეკატერინე თურმანიძე. 

➡️ ვორქშოპის მიზანია: ბრტყელი ფიგურების ფართობის გამოსათვლელი მოდელის შექმნა და მათი გამოყენება ამოცანების გადასაჭრელად.მოსალოდნელი შედეგები: ბრტყელი ფიგურის ფართობის გამოთვლის, გეომეტრიულ სიდიდეთა ურთიერთკავშირის, მათი გამოყენების უნარ-ჩვევების უკეთ დაუფლება.

➡️ 17 მარტს  ვორქშოპს - ,, ელექტრონული  რესურსების შექმნა პროგრამა GeoGebra-ში“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - როინ ნაკაიძე.

➡️ ვორქშოპის მიზნებია: იმ უნარების და კომპეტენციების განვითარება, რომლებიც საჭიროა ისეთი ციფრული რესურსების წვდომისა და შექმნისათვის, რომლებიც დაეხმარება და წაახალისებს მოსწავლეებს მათემატიკური ცნებების და პროცედურების გააზრებაში; ციფრული რესურსების წვდომის, შექმნისა და გამოყენების უნარების განვითარება მათემატიკური შინაარსის უკეთ სწავლების მიზნით.

➡️ ვორქშოპის მოსალოდნელი შედეგები: მასწავლებლები შეძლებენ მათემატიკის სწავლებისას, დინამიური გეომეტრიის ინსტრუმენტების გამოყენებას სასწავლო პროცესში. სასწავლო პროცესში დინამიური გეომეტრიის ციფრული საშუალებების გამოყენების უნარის განვითარებას. მონაწილეები  დამოუკიდებლად შექმნიან Geogebra - ს გამოყენებით რესურსებს, რომელსაც დაუკავშირებენ რომელიმე მათემატიკურ საკითხს.

➡️ ვორქშოფების მიმდინარეობას გაეცვნენ:  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი დირექტორი - სულიკო თებიძე, დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - ანა ლამპარაძე.

➡️ სამუშაო შეხვედრები/ვორქშოფები შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ პირებს განავითარონ თავიანთი პროფესიული და საგნობრივი უნარები, დაგეგმონ და ჩაატარონ სამოდელო გაკვეთილი.