ვორქშოფები ფიზიკის მასწავლებლებისთვის

✅ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) ახორცილებს "ვმწ" პროგრამის ფარგლებში ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში მომუშავე მასწავლებლების პროფესიულ მხარდაჭერას.  ამისათვის დაიგეგმა საგნობრივი სამუშაო შეხვედრები (ვორქშოფები), რომელთა თემატიკა ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას, მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და მასწავლებელთა საჭიროებების ანალიზს. ასევე წარმოდგენილია სამოდელო გაკვეთილები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში.

2024 წლის 16-17 მარტს  ჩატარდა ვორქშოფები ფიზიკის მასწავლებელთათვის. მათი ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 4 საკონტაქტო საათი, 2 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

16 მარტს  ვორქშოპს - „პრობლემის გადაჭრაზე დაფუძნებული გაკვეთილი,

როგორც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ერთერთი გზა ფიზიკაში” ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ნატო ზამთარაძე. 

ვორქშოპის მიზანია: მასწავლებელთა უზრუნველყოფა იმ სასწავლო მეთოდებითა და სტრატეგიებით, რომელთა გამოყენება მათ  ხელს   შეუწყობს: სწორად დაგეგმონ და ჩაატარონ  ფიზიკის  გაკვეთილები; შეძლონ   გაკვეთილების ეფექტიანი ორგანიზება; შეძლონ ფიზიკის  გაკვეთილებზე ინტერესის ასამაღლებელი სტრატეგიების გამოყენება; შეძლონ გაკვეთილებზე ჯგუფური მუშაობის პრინციპების გამოყენება; მოხდეს ფიზიკის სწავლების თანამედროვე პრობლემების გადაჭრისადმი ინტერესის სტიმულირება.

ვორქშოპის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: • სწორად დაგეგმონ და ჩაატარონ სამოდელო გაკვეთილები; • თავიანთ პრაქტიკაში უფრო ეფექტიანად გამოიყენონ პრობლემის გადაწყვეტაზე დაფუძნებული გაკვეთილები; • მოსწავლეთა მიერ გაკვეთილებზე მიღებული თეორიული ცოდნის სისტემურ კონტროლს; • გამოუმუშავონ მოსწავლეებს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარები; • ეფექტიანად გამოიყენონ თავიანთი კომპეტენციები ურთიერთ სწავლებისას.

17 მარტს  ვორქშოპს - ,,ოპტიკის კანონების სწავლება ვირტუალური და რეალური

 ლაბორატორიების გამოყენებით“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ქეთევან ბასილაძე.

ვორქშოპის მიზნებია: • გეომეტრიული ოპტიკის კანონების დეტალური განხილვა, ოპტიკის ძირითადი პრინციპების ანალიზი; • მოტივაციის ამაღლების მიზნით სახალისო ექსპერიმენტების (ჯადოსნური ოინების) ჩატარება და მათგან გამომდინარე შესაბამისი დასკვნების გამოტანა; • ერთგვაროვან და არაერთგვაროვან გარემოში სინათლის გავრცელების მექანიზმის გაანალიზება; • თეორიული მასალის განმტკიცება ამოცანების ამოხსნის საფუძველზე.

ვორქშოპის შემდეგ: მსმენელები გამოიყენებენ ინტერაქტიული   სწავლების მიდგომებსა და პრეზენტაციებს საგაკვეთილო პროცესში; განივითარებენ საკომუნიკაციო უნარებს; ამაღლდება მათი მოტივაცია, რითაც შეძლებენ   სწავლის პასიური მეთოდები  გახადონ აქტიური; ცხოვრებისეული მაგალითების გაანალიზებით, არგუმენტირებული დასაბუთებით შეძლებენ თეორიული ცოდნის   დაკავშირებას  პრაქტიკულ საქმიანობასთან; პედაგოგები შეძლებენ თეორიული მასალა გამოიყენონ ამოცანების ამოხსნაში.

ვორქშოფების მიმდინარეობას გაეცვნენ:  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი დირექტორი - სულიკო თებიძე, დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - ანა ლამპარაძე.