დასრულდა ინგლისური ენის მასწავლებლების ვორქშოფები

➡️ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლი) დასრულდა პროგრამის "ვმწ" ფარგლებში ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებისათვის დაგეგმილი საგნობრივი სამუშაო შეხვედრები (ვორქშოფები), რომელთა თემატიკა ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას, მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და მასწავლებელთა საჭიროებების ანალიზს.

➡️ 2024 წლის 23-24 მარტს  ჩატარდა ვორქშოფები ინგლისური ენის მასწავლებელთათვის. მათი ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 4 საკონტაქტო საათი, 2 სესია, ერთი სესია - 2 საათი. ვორქშოფებს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - დალი აბურჯანია.

➡️ სამუშაო შეხვედრა/ვორქშოპის: “ეფექტიანი სასწავლო ინსტრუქცია მოსწავლეების გაგებისა და ჩართულობის ხელშესაწყობად“ (სამოდელო გაკვეთილი: “მოსმენის უნარზე ორიენტირებული უცხოური ენის გაკვეთილი”) მიზნებია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ეფექტური და ეფექტიანი საკლასო ინსტრუქციის მნიშვნელობისა და მათი გაცემის ძირითადი პრინციპების გაცნობა; მოსმენის უნარზე ორიენტირებული უცხოური ენის გაკვეთილის დემონსტრირება და განხილვა, მოსმენის გაკვეთილის სათანადოდ დასაგეგმად, განსახორციელებლად და შესაფასებლად.

➡️ ვორქშოპის შემდეგ: მასწავლებლები შეძლებენ ეფექტური და ეფექტიანი სასწავლო ინსტრუქციების გაცემას სწავლებისას; ✓ მასწავლებლები შეძლებენ მოსმენის უნარზე ორიენტირებული უცხოური ენის გაკვეთილის სათანადოდ დაგეგმვას, განხორციელებასა და რეფლექსიას.

➡️ სამუშაო შეხვედრა/ვორქშოპის: “დროის ეფექტური მენეჯმენტი -საგანმანათლებლო მიზნების მიღწევის საუკეთესო საშუალება“ (სამოდელო გაკვეთილი: “ლაპარაკის უნარზე ორიენტირებული უცხოური ენის გაკვეთილი”)მიზნებია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარება; საკლასო დროის ეფექტური და ეფექტიანი მართვის მნიშვნელობისა და ძირითადი პრინციპების გაცნობა; ლაპარაკის უნარზე ორიენტირებული უცხოური ენის გაკვეთილის დემონსტრირება და განხილვა, ლაპარაკის გაკვეთილის სათანადოდ დასაგეგმად, განსახორციელებლად და შესაფასებლად. გაკვეთილის სათანადოდ დასაგეგმად, განსახორციელებლად და შესაფასებლად.

➡️ ვორქშოპის შემდეგ: ✓ მასწავლებლები შეძლებენ საკლასო დროის ეფექტურად და ეფექტიანად მართვას სწავლებისას; მასწავლებლები შეძლებენ ლაპარაკის უნარზე ორიენტირებული უცხოური ენის გაკვეთილის სათანადოდ დაგეგმვას, განხორციელებასა და რეფლექსიას. დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას.

➡️ ვორქშოფებში წარმოდგენილია სამოდელო გაკვეთილები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში, რაც შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ პირებს განავითარონ თავიანთი პროფესიული და საგნობრივი უნარები, დაგეგმონ და ჩაატარონ სამოდელო გაკვეთილი.

➡️ ვორქშოფების მიმდინარეობას გაეცვნენ:  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი დირექტორი - სულიკო თებიძე, დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - სოფიკო თენიეშვილი.