ტრენინგი ხულოსა და შუახევის სკოლების დირექტორებისათვის

➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა (ბათუმის მასწავლებლის სახლი) დაიწყო სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების ტრენინგების კურსი აჭარის საჯარო სკოლებში არჩეული დირექტორებისათვის.

➡️ 2024 წლის 20-21 აპრილს  ჩატარდა ტრენინგ-კურსის პირველი მოდული:  „სკოლის განვითარების სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა“ ხულოსა და შუახევის  სკოლების დირექტორებისათვის. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 8 საკონტაქტო საათი, 2 სესია, ერთი სესია - 4 საათი.

➡️ დაბა ხულოს საჯარო სკოლაში ტრენინგს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის განათლების მართვის მიმართულების ტრენერი:  მარიზა აბაშიძე.

➡️ ტრენინგის მიზანია: მონაწილეებმა შეძლონ სკოლის სტრატეგიული განვითარების პროცესების ეფექტიანად დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება.

➡️ ტრენინგის მოსალოდნელი შედეგები: კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

• სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების განსაზღვრას;

• სკოლის საჭიროებების იდენტიფიცირების საფუძველზე სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების ფორმირების პროცესის ფასილიტაციას;

• სტრატეგიულ მიზნებზე ფოკუსირებული პროექტების ინიცირებას, დანერგვასა და შესრულების ორგანიზებას.

➡️ 21 აპრილს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო:  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი დირექტორი - სულიკო თებიძე.