კატასტროფების რისკის შემცირების ტრენინგები შუახევის სკოლებში

✅ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს ტრენინგ- პროგრამას: „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება“ (ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით).

✅ 2024 წლის  13-14 და 20-21 აპრილს  ტრენინგ-კურსი დაიგეგმა შუახევის მუნიციპალიტეტის ორ  საჯარო სკოლაში: სოფ. ცინარეთი და სოფ. უჩამბა.

✅ ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი  საკითხები: ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინკლუზიურ კონტექსტში სკოლის როლი ბუნებრივი კატასტროფების მართვის პროცესში (მოსწავლე, მასწავლებელი, დირექცია, ადგილობრივი საგანგებო სიტუაციის სამსახური) ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინდივიდუალური და ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა საგაკვეთილო, სადამრიგებლო, ინდივიდუალური თუ არაფორმალური განათლების ფორმატში გაკვეთილის (ინტეგრირებული, პროექტი, ექსკურსია და ა.შ.) დაგეგმვა ჩატარება, გადაფასება, განგაში, ევაკუაცია, საგანგებო სიტუაციების ჩანთა. ნასწავლის პრეზენტაციას სკოლები იმიტირებული კატასტროფის დროს გააკეთებენ.

✅ ტრენინგებს  ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ნანა ვარდმანიძე (სოფ. ცინარეთის საჯარო სკოლა), ნინო ტავლალაშვილი (სოფ. უჩამბის საჯარო სკოლა).

✅ ტრენინგის დასრულების შემდეგ პედაგოგებმა უნდა იმუშაონ  თავიანთი სკოლების მოსწავლეებთან, პედაგოგიურ კოლექტივთან და მოამზადონ  სკოლა "იმიტირებული განგაშის" ჩასატარებლად.

✅ აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად გაგრძელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.