ხელვაჩაურის მასწავლებელთა მე-9 მუნიციპალური კონფერენცია

➡️ 2024 წლის 15 ივნისს ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლის) მხარდაჭერით, ფერიის საჯარო სკოლაში გაიმართა მასწავლებელთა მე-9 მუნიციპალური კონფერენცია - „სწავლა სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები”.

➡️ კონფერენციის მიზანი იყო: 2023-2024 სასწავლო წელს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში საინტერესო პედაგოგიკური პრაქტიკის გამოვლენა; მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება; პროფესიული გამოცდილების გაზიარება; ინოვაციური მეთოდების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა, რაც მოსწავლეზე ორიენტირებული პროცესის დაგეგმვისა და განვითარების გზას წარმოადგენს; ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის; განათლების ხარისხის მართვის აქტუალური საკითხები; ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა; არაფორმალური განათლების როლი სასკოლო ცხოვრებაში.

➡️ ხელვაჩაურის მასწავლებელთა კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა დიდმანიძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორი სულიკო თებიძე,

➡️ კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე, ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მასწავლებლები.

➡️ ნებისმიერი შეხვედრა პროფესიულ საკითხებზე, როცა პედაგოგებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მასწავლებლებმა  ერთმანეთი გაამდიდრეს საინტერესო იდეებით, ციფრული რესურსებით, სწავლების ეფექტიანი საშუალებებით, დაისახა ურთიერთშორის მომავალი თანამშრომლობის გზები. დასასრულს, ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.