დასრულდა სკოლის დირექტორთა ტრენინგების 1-ელი ეტაპი

➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა (ბათუმის მასწავლებლის სახლი) დაასრულა  აჭარის სკოლების არჩეული დირექტორების  პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსი.

➡️ 2024 წლის 18-20 და 21-23 ივნისს ჩატარდა ტრენინგ-კურსის მე-3 მოდული: „ხარისხის მართვის მექანიზმები სკოლაში“ (12 სთ.) დირექტორთა  ოთხი ჯგუფისათვის. ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: კახაბერ ჩაკვეტაძე, მარიზა აბაშიძე და მირანდა გორგოშიძე.

➡️ ტრენინგის მიზნებია:

მონაწილეები გაეცნობიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თვითშეფასების განხორციელების პროცესს და გაიაზრებენ ამ პროცესის მნიშვნელობას ხარისხის მართვის ციკლში;

მონაწილეები გაიაზრებენ: •  ზოგადი  განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპებს; •  ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე შეფასების მექანიზმების როლსა და  მნიშვნელობას;

მონაწილეები შეძლებენ: • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებისთვის საჭირო ცოდნის მიღებასა და უნარების განვითარებას;

• ხარისხის განვითარების ციკლის დანერგვით სასკოლო პროცესის უწყვეტ განვითარებასა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას; • ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად სკოლის საჭიროებაზე მორგებული აქტივობების დაგეგმვა/განხორციელებასა და მიღებული შედეგის შეფასებას.

➡️ მოდულის მისაღწევი შედეგებია: ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებისთვის საჭირო ეფექტიანი სისტემის შემუშავებასა და დანერგვას სკოლაში.

➡️ 21 ივნისს ფონდში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცვნენ:  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე და დირექტორის  მოადგილე - ლალი ლომთათიძე.