სკოლის საქმისმწარმოებელთა ტრენინგები ქობულეთსა და ქედაში
➡️ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე გადმოცემულ ეროვნული ცენტრის ტრენინგ-კურსებს სკოლის პერსონალის პროფესიულ განვითარების პროგრამაში.
➡️ განათლების სფეროს ერთ-ერთი პრიორიტეტი საგანმანათლებლო სისტემაში ყველა დონეზე ჩართული ადამიანური რესურსების განვითარებაა. ადმინისტრაციული კადრების უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბებით ხელს შევუწყობთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში მართვის თანამედროვე, ეფექტური სტრატეგიების დანერგვას.
➡️ 2024 წლის 15-16 და 22-23 ივნისს ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში, ხოლო 19-20 და 26-27 ივნისს დაბა ქედის საჯარო სკოლაში დაიგეგმა სკოლის საქმისმწარმოებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსი. ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ლიკა მკურნალიძე (ქობულეთი) და მაია მამისეიშვილი (ქედა).
➡️ ტრენინგ-კურსის მიზანია: ხელი შევუწყოთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პერსონალის პროფესიულ განვითარებას. ამიტომაც გასავითარებელია სკოლის საქმისმწარმოებლის ეფექტური მუშაობისათვის საჭირო უნარ- ჩვევები. აღნიშნული ტრენინგების თემატიკა სკოლის პერსონალის წევრთა საჭიროებების ანალიზს ეყრდნობა.
➡️ ტრენინგის მსმენელებმა მოისმინეს სამი მოდული:
1. „სკოლის საქმისწარმოება, კორესპონდენცია, ხელშეკრულებები, დაარქივება“. (8 სთ.) თემატიკა: სკოლაში წარმოებულ კორესპონდენციის სახეები; კორესპონდენციის წარმოების წესი; შრომითი ხელშეკრულებების რეკვიზიტები; მისი გაფორმებისა და შეწყვეტის წესი; სკოლაში არსებული კორესპონდენციის დაარქივების წესი.
2. „მოსწავლის რეგისტრაცია და პირადი საქმისწარმოება“, (4 სთ.)
თემატიკა: მოსწავლის სკოლაში პირველადი რეგისტრაციის წესი; რეგისტრაციის შემდგომი დოკუმენტაციის წარდგენის ვადები; ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის გამოცემის წესი; მოსწავლის მობილობის დროს განსახორციელებელ პროცედურები; მოსწავლის პირადი საქმისწარმოების დეტალები.
3. „ელექტრონული კომუნიკაცია (eflow) და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი“, (4 სთ.) თემატიკა: საჯარო ინფორმაციის არსი; საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წესი; საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები; საჯარო ინფორმაციის გაცემის სახეები; უარის წესი საჯარო ინფორმაციაზე; საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სკოლაში პასუხისმგებელი პირის გამოყოფის წესი; ელექტრონული (eflow) დოკუმენტბრუნვა, ელექტრონული ხელმოწერის მფლობელი, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის შედგენა და სავალდებულო რეკვიზიტების ელექტრონული დოკუმენტის შექმნა, ვიზირება, გაგზავნა, მიღება, დამუშავება და შენახვა.
➡️ მსმენელები უზრუნველყოფილი იყვნენ საკითხავი მასალითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით. კურსის წარმატებით გავლის შემდეგ ისინი ცნობებს მიღებენ.
➡️ სკოლის საქმისმწარმოებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგები ეტაპობრივად ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.