შემაჯამებელი კონფერენცია: “პროექტი ჩემს გაკვეთილზე”

✅ მასწავლებელთა საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, მათ შორისაა პროგრამა "პროექტი ჩემს გაკვეთილზე", რომელიც 2023 წელს დაიწყო.

9-10 ივლისს პროექტის შეჯამების მიზნით, ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ ორდღიანი კონფერენცია ჩატარდა.

✅კონფერენცია გახსნა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, რომელმაც ისაუბრა მასწავლებლის პროფესიაზე, მათ მოტივაციასა და იმ შრომაზე, რასაც თითოეული მათგანი დებს სასწავლო პროცესში. მოუწოდა მასწავლებლებს, რომ ღია დიალოგის რეჟიმში გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები და დაგეგმონ სამომავლო საერთო პროექტები, რომლის განხორციელებაშიც სამინისტრო აქტიურად ჩაერთვება.

✅კონფერენციაზე შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ და  პროგრამის წარმატებულად დასრულება მიულოცეს ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა და აჭარის განათლების ფონდის დირექტორმა სულიკო თებიძემ.

✅კონფერენცია მიზნად ისახავს პროგრამის მონაწილეებისა და დაინტერესებული მხარეების შეკრებას პროგრამის მიღწევების განხილვისა და შედეგების შეფასების მიზნით. ასევე მნიშვნელოვანია მასწავლებლების ქსელის გაძლიერება და მასწავლებლებსა და სკოლებს შორის თანამშრომლობის წახალისება.

✅კონფერენცია შექმნის პლატფორმას პროექტების წარდგენისა და წარმატებული ისტორიების გაზიარების, ინოვაციური სწავლების ტექნიკების და იდეების გაცვლისთვის. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი იყო სესია პროგრამის გასაუმჯობესებლად და მომავალი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით.

✅აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2023 წლიდან ახორციელებს პროგრამას "პროექტი ჩემს გაკვეთილზე". პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მასწავლებლებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში საგანმანათლებლო აქტივობების გამრავალფეროვნების გზით.

✅ კონკურსის პირველ ეტაპზე დაფინანსება მოიპოვა 61 პროექტმა. კონკურსის მეორე ეტაპზე დაგეგმილია 100 პროექტის შერჩევა 2024-2025 სასწავლო წლისთვის.