”პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ პროგრამის ფარგლებში 100 გამარჯვებულია
➡️პროგრამა "პროექტი ჩემს გაკვეთილზე" 2023 წლიდან ხორციელდება აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.
➡️პროექტის მიზანია მასწავლებლების მხარდაჭერა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევისთვის საგანმანათლებლო აქტივობების გამრავალფეროვნება.
➡️პროგრამის ფარგლებში, პროექტების შერჩევა მოხდა კონკურსის გზით, რომელშიც მონაწილეობის უფლება ჰქონდათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მასწავლებლებს ინდივიდუალურად.
➡️პროექტები მოიცავდა: ახალი მეთოდოლოგიების დანერგვას, ტექნოლოგიების გამოყენებას, საკლასო ოთახის რესურსების გამდიდრებას, ან სხვა აქტივობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გაძლიერებას. 2023 წელს დაფინანსდა 61 პროექტი.
➡️2024 წელს საკონკურსო განაცხადების მიღება მიმდინარეობდა 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით. სულ შემოვიდა 282 განაცხადი, რომელთაგან საკონკურსო კომისიამ 100 საპროექტო განაცხადი შეარჩია დაფინანსებისთვის.
➡️კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლები 2024-2025 სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვიურ სახელფასო დანამატს 500 ლარის ოდენობით, ხოლო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსების შესაძენად დამატებით 1000 ლარს მიიღებენ, რაც უზრუნველყოფს პროექტის წარმატებულ განხორციელებას და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას.