სკოლის საქმისმწარმოებელთა ტრენინგები ბათუმის მასწავლებლის სახლში
✅ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე გადმოცემულ ეროვნული ცენტრის ტრენინგ-კურსებს სკოლის პერსონალის პროფესიულ განვითარების პროგრამაში.
✅ 2024 წლის 28-29 სექტემბერს აჭარის განათლების ფონდში დაიგეგმა სკოლის საქმისმწარმოებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსი აჭარის საჯარო და კერძო სკოლების საქმისმწარმოებელთათვის. ტრენინგს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: ლიკა მკურნალიძე.
✅ ტრენინგ-კურსის მიზანია: ხელი შევუწყოთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პერსონალის პროფესიულ განვითარებას. ამიტომაც გასავითარებელია სკოლის საქმისმწარმოებლის ეფექტური მუშაობისათვის საჭირო უნარ- ჩვევები. აღნიშნული ტრენინგების თემატიკა სკოლის პერსონალის წევრთა საჭიროებების ანალიზს ეყრდნობა.
✅ ტრენინგის მსმენელებმა მოისმინეს სკოლის საქმისმწარმოებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსის პირველი მოდული: „სკოლის საქმისწარმოება, კორესპონდენცია, ხელშეკრულებები, დაარქივება“. (8 სთ.)
✅ 1-ლი მოდულის თემატიკაა: სკოლაში წარმოებულ კორესპონდენციის სახეები; კორესპონდენციის წარმოების წესი; შრომითი ხელშეკრულებების რეკვიზიტები; მისი გაფორმებისა და შეწყვეტის წესი; სკოლაში არსებული კორესპონდენციის დაარქივების წესი.
✅ მსმენელები უზრუნველყოფილი იყვნენ საკითხავი მასალითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით. კურსის წარმატებით გავლის შემდეგ ისინი ცნობებს მიღებენ.
✅ ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მონიტორინგს აწარმოებდა მიმართულების კოორდინატორი - მაია ზოსიძე.