სკოლის ბიბლიოთეკართა პროფესიული განვითარების ტრენინგი
➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს სკოლის ბიბლიოთეკართა პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსს.
➡️ 2024 წლის 28-29 სექტემბერს ბათუმის მასწავლებლის სახლმა დაგეგმა საჯარო და კერძო სკოლების ბიბლიოთეკართა პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსის 1-ლი მოდული: „ბიბლიოთეკარის ეფექტური მუშაობის მეთოდიკა მშობლებთან, მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან“ - 8 სთ. ტრენინგს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: ნათია თავდგირიძე.
➡️ ტრენინგის მიზანია: სკოლის ბიბლიოთეკარის მომზადება სასკოლო საზოგადოებასთან ეფექტური მუშაობის წარმართვისათვის.
➡️ მოდულის მისაღწევი შედეგებია: მონაწილეებმა გაიაზრონ რა ძირითადი განსხვავებაა თანამედროვე და ტრადიციულ ბიბლიოთეკას შორის; იმსჯელონ თანამედროვე ბიბლიოთეკარის ფუნქციებსა და სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის მნიშვნელობაზე; განიხილონ სასკოლო საზოგადოებასთან ეფექტიანი მუშაობის მეთოდიკა; შეძლონ ინფორმაციის სანდოობის შეფასება და პრაქტიკულად გამოყენება..
➡️ მოდულის თემატიკაა: საბიბლიოთეკო რესურსების სასწავლო პროცესში ეფექტურად ინტეგრაციისა და გამოყენების ხელშეწყობა; სკოლის ადმინისტრაციასთან ურთიერთთანამშრომლობის ასპექტები, სკოლის მისიისა და მიზნების შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნაში ბიბლიოთეკის ჩართულობის ხარისხი და მნიშვნელობა; მასწავლებლებთან ერთად განსახორციელებელ ფორმალური და არაფორმალური განათლების ხარისხის ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობები, მოსწავლეების ეფექტურ მკითხველებად ჩამოყალიბებისა და სასკოლო ბიბლიოთეკის მუშაობის პროცესში მშობელთა ჩართულობის სტრატეგიები.
➡️ ტრენინგი ტარდება მონაწილეების პრაქტიკულ მოქმედებაში აქტიური ჩართვის მეთოდით. ყველაზე ხშირად გამოყენებულ აქტივობებს შორისაა:
• ტრენერის მიერ ჩატარებული თემატური პრეზენტაცია
• დემონსტრირება – მართული პრაქტიკა – დამოუკიდებელი პრაქტიკა
• კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული პრაქტიკული სავარჯიშო
• სიტუაციური სავარჯიშო
• დისკუსია
➡️ მონაწილეთა შეფასება: ტრენინგი ითვალისწინებს თითოეული მონაწილის შეფასებას შემდეგი ორი კრიტერიუმის მიხედვით:
• დასწრება - 8 სთ.
• დავალება 1. - ბიბლიოგრაფიის შედგენა სანდო წყაროებზე დაყრდნობით - მაქს. 9 ქ.
➡️ ტრენინგების მიმდინარეობას ეცნობოდა ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მონიტორინგს აწარმოებდა მიმართულების კოორდინატორი - ანა ლამპარაძე.