საზეიმო შეხვედრა აჭარის მასწავლებლებთან
✅ 2024 წლის 6 ოქტომბერს, სასტუმრო - „ქორთიარდ მარიოტში“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა "პროექტი ჩემს გაკვეთილზე" - პროგრამაში გამარჯვებული პროექტების ავტორ მასწავლებლებთან და მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელებთან.
✅ შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართეს და მასწავლებლებს პროექტში გამარჯვება მიულოცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ და აჭარის განათლების ფონდის დირექტორმა სულიკო თებიძემ.
✅ შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ დააჯილდოვა მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგები აჭარის რეგიონიდან: ნანი კირკიტაძე და ანა ანუშიძე, რომელთაც ასევე გადაეცათ ფულადი ჯილდო.
✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2023 წლიდან ახორციელებს პროგრამას "პროექტი ჩემს გაკვეთილზე", რომლის მიზანია მასწავლებლების მხარდაჭერა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში საგანმანათლებლო აქტივობების გამრავალფეროვნებით. მიმდინარე წელს საკონკურსო კომისიამ 100 საპროექტო განაცხადი შეარჩია დაფინანსებისთვის.
✅ კითხვა-პასუხის რეჟიმში ისაუბრეს პროექტის წარმატებაზე, მის მნიშვნელობაზე და სამომავლოდ გამარჯვებული პროექტების რაოდენობის ზრდაზე.
✅ კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლები აკადემიური წლის განმავლობაში მიიღებენ სახელფასო დანამატს 500 ლარის ოდენობით და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსების შესაძენად დამატებით 1000 ლარს, რაც უზრუნველყოფს პროექტის წარმატებულ განხორციელებას და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას.