გრძელდება სკოლის საქმისმწარმოებელთა ტრენინგები
➡️ 2024 წლის 5-6 ოქტომბერს აჭარის განათლების ფონდში დაიგეგმა სკოლის საქმისმწარმოებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსი აჭარის საჯარო და კერძო სკოლების საქმისმწარმოებელთათვის. ტრენინგს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: ლიკა მკურნალიძე
➡️ ტრენინგ-კურსის მიზანია: ხელი შევუწყოთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პერსონალის პროფესიულ განვითარებას. ამიტომაც გასავითარებელია სკოლის საქმისმწარმოებლის ეფექტური მუშაობისათვის საჭირო უნარ- ჩვევები. აღნიშნული ტრენინგების თემატიკა სკოლის პერსონალის წევრთა საჭიროებების ანალიზს ეყრდნობა.
➡️ ტრენინგის მსმენელებმა მოისმინეს სკოლის საქმისმწარმოებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსის ორი მოდული:
2. „მოსწავლის რეგისტრაცია და პირადი საქმისწარმოება“, (4 სთ.)
თემატიკა: მოსწავლის სკოლაში პირველადი რეგისტრაციის წესი; რეგისტრაციის შემდგომი დოკუმენტაციის წარდგენის ვადები; ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის გამოცემის წესი; მოსწავლის მობილობის დროს განსახორციელებელ პროცედურები; მოსწავლის პირადი საქმისწარმოების დეტალები.
3. „ელექტრონული კომუნიკაცია (eflow) და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი“, (4 სთ.) თემატიკა: საჯარო ინფორმაციის არსი; საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წესი; საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები; საჯარო ინფორმაციის გაცემის სახეები; უარის წესი საჯარო ინფორმაციაზე; საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სკოლაში პასუხისმგებელი პირის გამოყოფის წესი; ელექტრონული (eflow) დოკუმენტბრუნვა, ელექტრონული ხელმოწერის მფლობელი, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის შედგენა და სავალდებულო რეკვიზიტების ელექტრონული დოკუმენტის შექმნა, ვიზირება, გაგზავნა, მიღება, დამუშავება და შენახვა.
➡️ მსმენელები უზრუნველყოფილი იყვნენ საკითხავი მასალითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით. კურსის წარმატებით გავლის შემდეგ ისინი ცნობებს მიღებენ.
➡️ 5 ოქტომბერს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცვნენ: ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე და დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მონიტორინგს აწარმოებდა მიმართულების კოორდინატორი - მაია ზოსიძე.