აჭარის პედაგოგთა VIII რეგიონული კონფერენცია გაიხსნა
➡️ 2024 წლის 13 ოქტომბერს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის სააქტო დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა აჭარის პედაგოგთა მერვე რეგიონული კონფერენცია: „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“.
➡️ განათლების სისტემაში ერთ-ერთი მთავარი რესურსი მასწავლებელია, რომლის პროფესიული განვითარების უპირველესი გზა კოლეგებთან თანამშრომლობაა. ამიტომ ნებისმიერი შეხვედრა პროფესიულ საკითხებზე, როცა პედაგოგებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია.
➡️ კონფერენციის პლენარულ სხდომა გახსნა აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილემ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დარგში - ლალი ლომთათიძემ.
➡️ კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: აჭარის არ განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების ქვეპროგრამის მენეჯერი - ანი კუდუხაშვილი, აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის კონსულტანტი - თამარ ისაკაძე. შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი - ედუარდ გოგრაჭაძე.
➡️ აჭარის პედაგოგთა VIII რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი 152 მასწავლებელმა გამოთქვა. მათ შორის, წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე, ექსპერტთა მიერ კონფერენციისათვის შეირჩა 148 საუკეთესო მოხსენება. კონფერენციას მსმენლის სტატუსით ესწრებოდა 120 დარეგისტრირებული მსმენელი აჭარის სკოლებიდან.
➡️ კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებდა ერთ პლენარულ სხდომას, რვა სექციურ მუშაობას და შემაჯამებელ სხდომას.
➡️ აჭარის პედაგოგთა VIII კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ აჭარის სკოლების პედაგოგები, სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოწვეული სტუმრები აჭარის საგანმანათლებლო რესურს ცენტრებიდან.