სექციური მუშაობა აჭარის პედაგოგთა VIII რეგიონულ კონფერენციაზე
✅ 2024 წლის 13 ოქტომბერს, აჭარის განათლების ფონდში გაიმართა აჭარის პედაგოგთა მერვე რეგიონული კონფერენცია: „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“.
✅ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ ჩატარებული მუნიციპალური კონფერენციებიდან. ექსპერტთა მიერ კონფერენციისათვის შეირჩა 148 საუკეთესო მოხსენება. ასევე კონფერენციას მსმენლის სტატუსით ესწრებოდა 120 დარეგისტრირებული მსმენელი აჭარის სკოლებიდან.
✅ აჭარის პედაგოგთა მერვე რეგიონული კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებდა რვა სექციურ მუშაობას. სექციებში გაიმართა კონფერენციაზე წარმოდგენილი პრეზენტაციების წარდგენა/განხილვა. პრეზენტაციებს შორის მიმდინარეობდა 5-წუთიანი დისკუსია-განხილვა.
✅ კონფერენციის სექციური მუშაობა ორ სესიად დაიგეგმა და შემდეგი მიმართულებებით წარიმართა:
➡️ ქართული ენა და ლიტერატურა - მოდერატორები: მარიზა აბაშიძე, ანა ლორია
➡️ დაწყებითი განათლება - მოდერატორები: ნინო ვაშალომიძე, დალი თურმანიძე
➡️ საზოგადოებრივი მეცნიერებები - მოდერატორები: ლუიზა რევიშვილი, კახაბერ ჩაკვეტაძე
➡️ უცხოური ენები - მოდერატორი: დალი აბურჯანია, ნინო ალანია, ლალი მსხილაძე
➡️ ტექნიკური მეცნიერები - მოდერატორები: ქეთევან ბასილაძე, როინ ნაკაიძე
➡️ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - მოდერატორები: ნუკრი კობახიძე, ნანა ვარდმანიძე, მზია სალაძე
➡️ ესთეტიური აღზრდა, სპორტი - მოდერატორები: ლალი კონცელიძე, გივი კერესელიძე
➡️ ინკლუზიური განათლება - მოდერატორები: ლელა თავდგირიძე, თამარ ისაკაძე
✅ აჭარის პედაგოგთა ტრადიციული კონფერენცია არის მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია, სადაც მასწავლებლები ამდიდრებენ ერთმანეთს საინტერესო იდეებით, სწავლების ეფექტიანი საშუალებებით. რაც არის კონფერენციის მიზანი.