ტრენინგი სკოლის დირექტორებისათვის - „სასკოლო სასწავლო გეგმა და კურიკულუმი“

➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსს აჭარის საჯარო სკოლებში არჩეული დირექტორებისათვის.

➡️ 2024 წლის 7-8 დეკემბერს  ჩატარდა ტრენინგ-კურსის მეორე მოდული: „სასკოლო სასწავლო გეგმა და კურიკულუმი“ აჭარის  საჯარო სკოლების არჩეული დირექტორებისათვის. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 8 საკონტაქტო საათი, 2 სესია, ერთი სესია - 4 საათი.

️ აჭარის განათლების ფონდში ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის განათლების მართვის ტრენერები: კახაბერ ჩაკვეტაძე (ბათუმისა და ხულოს სკოლები); მირანდა გორგოშიძე (შუახევისა და ქედის სკოლები); მარიზა აბაშიძე (ხელვაჩაურისა და შუახევის სკოლები). ქ. ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში ტრენინგს ატარებდა ნატალია მგელაძე (ქობულეთის სკოლები).

➡️ ტრენინგის მიზანია: მონაწილეებმა შეძლონ სასკოლო სასწავლო გეგმისა და საგნობრივი კურიკულუმების შექმნის, განხორციელების, მონიტორინგის/შეფასებისა და რევიზიის პროცესის ფასილიტაცია.

➡️ ტრენინგის მოსალოდნელი შედეგები: კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები გაეცნობიან: • ცვლილებებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში; • უცხოეთის გამოცდილებას კურიკულუმების შექმნის მიმართულებით.

➡️ ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: • სასკოლო სასწავლო გეგმის კომპონენტებისა და სტრუქტურის განსაზღვრას; • სასკოლო სასწავლო გეგმის ძირითადი პრინციპების გააზრებას სწავლება-სწავლის ხარისხთან მიმართებით; • კურიკულუმის შემუშავებაში სასკოლო საზოგადოების / დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მნიშვნელობის გააზრებას; • საგნობრივი კურიკულუმის კომპონენტების განსაზღვრას;   • სწავლის უნივერსალური დიზაინის არსისა და მნიშვნელობის გააზრებას; • სკოლის დირექტორის როლის განსაზღვრას საგნობრივი კურიკულუმების შექმნის პროცესში; • კურიკულუმის დიზაინის ვარიანტების განხილვას; • კურიკულუმის განვითარების აუცილებლობის გააზრებას და მის მეთოდოლოგიაზე მსჯელობას.

➡️ ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო:  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებდნენ მასწავლებლის სახლის კოორდინატორები: მაია ზოსიძე და ანა ლამპარაძე.