დასრულდა საჯარო სკოლის დირექტორთა ტრენინგების მე-2 ეტაპი
✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა (ბათუმის მასწავლებლის სახლი) დაასრულა აჭარის სკოლების არჩეული დირექტორების პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსი.
✅ 2024 წლის 13-15 დეკემბერს ჩატარდა ტრენინგ-კურსის მე-3 მოდული: „ხარისხის მართვის მექანიზმები სკოლაში“ (12 სთ.) დირექტორთა ოთხი ჯგუფისათვის.
✅ აჭარის განათლების ფონდში ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის განათლების მართვის ტრენერები: კახაბერ ჩაკვეტაძე (ბათუმისა და ხულოს სკოლები); მირანდა გორგოშიძე (შუახევისა და ქედის სკოლები); მარიზა აბაშიძე (ხელვაჩაურისა და შუახევის სკოლები). ქ. ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში ტრენინგს ატარებდა ნატალია მგელაძე (ქობულეთის სკოლები).
✅ ტრენინგის მიზნებია:
➡️ მონაწილეები გაეცნობიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თვითშეფასების განხორციელების პროცესს და გაიაზრებენ ამ პროცესის მნიშვნელობას ხარისხის მართვის ციკლში;
➡️ მონაწილეები გაიაზრებენ: • ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპებს; • ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე შეფასების მექანიზმების როლსა და მნიშვნელობას;
➡️მონაწილეები შეძლებენ: • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებისთვის საჭირო ცოდნის მიღებასა და უნარების განვითარებას;
• ხარისხის განვითარების ციკლის დანერგვით სასკოლო პროცესის უწყვეტ განვითარებასა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას; • ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად სკოლის საჭიროებაზე მორგებული აქტივობების დაგეგმვა/განხორციელებასა და მიღებული შედეგის შეფასებას.
✅ მოდულის მისაღწევი შედეგებია: ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებისთვის საჭირო ეფექტიანი სისტემის შემუშავებასა და დანერგვას სკოლაში.
✅ 13 დეკემბერს ფონდში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო: ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებდნენ მასწავლებლის სახლის კოორდინატორები: მაია ზოსიძე და ანა ლამპარაძე.