პროექტის მონიტორინგი სსიპ ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირისა და სოფელ ალამბრის საჯარო სკოლებში.

➡️2025 წლის  19-20 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს  ქვეპროგრამის: „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ ფარგლებში განხორციელდა პროექტში მონაწილე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების: ხათუნა ღაღანიძისა და მარინე ხაბაზის საქმიანობის დაკვირვება/მონიტორინგი სსიპ ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირისა და სოფელ ალამბრის საჯარო სკოლებში.

➡️პროექტ-გაკვეთილზე დაკვირვებას  ახორციელებდა ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის მონიტორინგის სპეციალისტი მარიზა აბაშიძე

➡️პროექტები სახელწოდებით:  „გრამატიკონი“ და  „მდგრადი განვითარებისა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები“  ხორციელდება V-VI კლასებში.

მონიტორინგის სპეციალისტი აკვირდებოდა გაკვეთილების მსვლელობას და ასევე გაესაუბრა მონაწილე მასწავლებლებსა და  პროექტში ჩართული მოსწავლეების ფოკუს-ჯგუფს.