პროექტის მონიტორინგი ქალაქ ბათუმის N20 და N30 საჯარო სკოლებში

➡️2025 წლის  21-26 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს  ქვეპროგრამის: „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ ფარგლებში განხორციელდა პროექტში მონაწილე დაწყებითის მასწავლებლების: მარინა ზოსიძისა და თამარ აბდიბას საქმიანობის დაკვირვება/მონიტორინგი სსიპ ქალაქ ბათუმის N20 და N30 საჯარო სკოლებში.

➡️პროექტ-გაკვეთილზე დაკვირვებას  ახორციელებდა ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის მონიტორინგის სპეციალისტი დალი თურმანიძე.

➡️პროექტები სახელწოდებით:  „მრავალფეროვნება სწავლაში" და  „გარემოს დაცვა ჩვენი ვალია“  ხორციელდება III-IV კლასებში.

მონიტორინგის სპეციალისტი აკვირდებოდა გაკვეთილების მსვლელობას და ასევე გაესაუბრა მონაწილე მასწავლებლებსა და  პროექტში ჩართული მოსწავლეების ფოკუს-ჯგუფს.