რეგისტრაცია ქართული, აფხაზური, უცხოური ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელ უფასო კურსებზე

ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, გთავაზობთ ქართული, აფხაზური, უცხოური ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელ უფასო კურსებს. პროგრამებზე მიღების მინიმალური ასაკია 18 წელი.
რეგისტრაციისთვის მიმართეთ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდს (მისამართი: ქალაქი ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა N123) ან ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს Www.aef.ge და გაიარეთ რეგისტრაცია თქვენთვის სასურველ პროგრამაზე.