სამუშაო შეხვედრა განათლების ფონდის ფიზიკის ტრენერებთან

➡️ 2022 წლის 26 ოქტომბერს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლი) ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ფიზიკის მიმართულების ტრენერებთან. 
➡️ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ:  აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე, დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განათლების მიმართულებით - ლალი ლომთათიძე, განათლების ფონდის იურისტი - მინდია ნაკაშიძე, საბუნებისმეტყველო საგანთა კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია და ბათუმის მასწავლებლის სახლს  ტრენერები - ქეთევან ბასილაძე და ნატო ზამთარაძე.
➡️ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში არსებობს საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის ქვეპროგრამა, რომლის ფარგლებშიც ამოქმედებულია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კლუბი "ჩხირკედელა". 
➡️ კლუბის საქმიანობა ხელს უწყობს სწავლა/სწავლების ხარისხისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას საბუნებისმეტყველო საგნებში; მოსწავლეებში მეცნიერული კვლევის და STEM უნარ-ჩვევების განვითარებას; სკოლებში STEM სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვის ხელშეწყობას; საბუნებისმეტყვეელო საგნების მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას თანამედროვე სწავლების ტექნოლოგიებითა და ისტ ტექნოლოგიებით. 
დღეისათვის ზოგადასაგანმანათლებლო სკოლებში, საქართველოს მასშტაბით, ვითარდება კლუბ "ჩხირკედელას" ქსელი.
➡️  სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში გადაწყდა მოეწყოს ლაბორატორია. შეხვედრაზე განიხილეს შესაძენი ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების სია, რომელიც საჭიროა ლაბორატორიის მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის.