ინკლუზიური განათლების ტრენინგი სკოლების ადმინისტრაციისათვის

 
2018 წლის 5 ოქტომბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიწყო  და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე გადმოცემული სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვიტარების  ეროვნული ცენტრის ტრენინგ-კურსი ინკლუზიურ განათლებაში  - „ინკლუზიური განათლება სკოლის ადმინისტრაციისა და რესურს ცენტრების თანამშრომლებისათვის“.
ტრენინგ-პროგრამის მოცულობა ECTS კრედიტებისა და საათების (საკონტაქტო და არასაკონტაქტო) რაოდენობის მითითებით არის 20 საათი: 12 საკონტაქტო და 8 დამოუკიდებელი მუშაობის საათი.
ინკლუზიური განათლების მიზნებია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების განათლების ხელშეწყობა, მათი სოციალური ინტეგრაცია, მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება. 
სკოლამ სათანადო პირობები უნდა შექმნას, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი სულიერი სამყარო, დაიცვან საკუთარი აზრი, უფლებები და პიროვნული ღირსება. 
ტრენინგს ატარებს ბათუმის მასწავლებლის სახლის ინკლუზიური განათლების მიმართულების ტრენერი - ლელა თავდგირიძე.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: 
ინკლუზიური განათლების არსი; სკოლის მართვის პროცესში ინკლუზიური ღირებულებების არსებობის მნიშვნელობა; სკოლაში ინკლუზიური განათლების პროცესის მიმდინარეობის შეფასების მექანიზმები; ინკლუზიური განათლების პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის სკოლის, რესურს ცენტრის და შესაბამისი უწყებების თანამშრომლობის მექანიზმების მნიშვნელობა; სკოლის მართვის პროცესში გუნდური პრინციპით მუშაობის მნიშვნელობა და მასწავლებლების და/ან სპეციალური მასწავლებლების მოტივირება ყველა მოსწავლესთან, მათ შორის სსსმ და შშმ პირებთან მუშაობის პროცესში. 
ტრენინგში მონაწილეობენ ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის სკოლების ადმინისტრაციის წევრები: დირექტორი, დირექტორის მოადგილე. 
ტრენინგ-მოდული: „ინკლუზიური განათლება სკოლის ადმინისტრაციისა და რესურს ცენტრები თანამშრომლებისათვის“ ეტაპობრივად განხორციელდება აჭარის საჯარო სკოლების ადმინისტრაციის (დირექტორი, მოადგილე) და რესურს ცენტრების თანამშრომლებისათვის. 
ტრენინგის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტად  გაიცემა ცნობა.
2018 წლის 5 ოქტომბერს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნენ აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორი ტარიელ ებრალიძე და დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
მონიტორინგს ახორციელებდნენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - ირმა მახარაძე და მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.