გაკვეთილზე გარე დაკვირვების კომპონენტის პრეზენტაცია ბათუმის მასწავლებლის სახლში

4 მაისს ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერებისათვის  შეფასებისა და  გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა  ჩაატარა  შეხვედრა/პრეზენტაცია გაკვეთილზე დაკვირვების კომპონენტის შესახებ.
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებულია საჩვენებელი და სამოდელო გაკვეთილების ჩატარება შიდა და გარე შეფასებისათვის. შეფასებისა და  გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) განახორციელებს გარე შეფასებას, რაც პედაგოგს 5 კრედიტს  შესძენს და დაეხმარება მას კარიერულ წინსვლაში. 
თუ როგორ განხორციელდება გაკვეთილზე  გარე დაკვირვება, ამის შესახებ ისაუბრეს შეფასებისა და  გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ  ივა მინდაძემ, პროექტების მენეჯერმა ნინო რევიშვილმა და მასწავლებლების პროფესიული უნარების შეფასების გუნდის წევრმა ირინა ჟვანიამ.