სამუშაო შეხვედრა ინკლუზიური განათლების ტრენერებთან

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს გაფორმებული აქვს მემორანდუმი  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან. 
აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ცენტრს გადაცემული აქვს ინკლუზიური განათლების მოდულები აჭარის განათლების ფონდისთვის: სსსმ მოსწავლეთა ინტეგრაცია ზოგადსაგანმანათლებლო კლასში, ინკლუზიური განათლება სკოლის ადმინისტრაციისა და რესურს ცენტრებისთვის, მობილობა და სივრცეში ორიენტაცია უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის. 
2015 წლის შემდეგ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის მოდულები რამდენჯერმე შეიცვალა მასწავლებლების საჭიროებებზე მორგებით. 
2019 წლის 11 და 12 თებერვალს აჭარის განათლების ფონდის თხოვნით ინკლუზიური განათლების მიმართულების ტრენერებთან სამუშაო შეხვედრის ჩატარების, კონსულტირებისა და სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწოდების მიზნით ბათუმის მასწავლებლის სახლს ეწვია სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი  სალომე ჩარკვიანი.
ორდღიან შეხვედრებში მონაწილეობდნენ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი ტარიელ ებრალიძე, დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით ლალი ლომთათიძე, ინკლუზიური განათლების კოორდინატორი თინათინ ციცხვაია, ტრენერები: ინგა ზარანდია, ლელა თავდგირიძე, თამარ გოგიშვილი, დალი თურმანიძე, ნინო მიქელაძე. 
შეხვედრის პირველ დღეს სალომე ჩარკვიანმა აჭარის განათლების ფონდის ადმინისტრაციასა და ტრენერთა გუნდს გააცნო ის სიახლეები, რაც ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ტრენინგ-მოდულებში შევიდა. აჭარის განათლების ფონდი გამოთქვამს სურვილსა და მზაობას, დანერგოს ისინი მომავალ აქტივობებში. 
შეხვედრის მეორე დღეს სალომე ჩარკვიანმა არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ  დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ინკლუზიური განათლების მიმართულების ტრენერებს.