დირექტორთა ტრენინგები სკოლის საქმისწარმოებაში

2019 წლის 23-24 და 2-3 მარტს ქ. ქობულეთის 1-ელ საჯარო სკოლასა და დაბა ქედის საჯარო სკოლაში  დაიგეგმა ოთხდღიანი ტრენინგი ქობულეთისა და ქედის სკოლების დირექტორთა ტრენინგები სკოლის საქმისწარმოებაში. 
ტრენინგის მსმენელებმა მოისმინეს  სამი მოდული: 
მოდული 1. „სკოლის საქმისწარმოება, კორესპონდენცია, ხელშეკრულებები, დაარქივება“. (8 სთ.) 
განსახილველი საკითხები: სკოლაში წარმოებულ კორესპონდენციის სახეები; კორესპონდენციის წარმოების წესი; შრომითი ხელშეკრულებების რეკვიზიტები; მისი გაფორმებისა და შეწყვეტის წესი; სკოლაში არსებული კორესპონდენციის დაარქივების წესი. 
მოდული 2. „მოსწავლის რეგისტრაცია და პირადი საქმისწარმოება“, (4 სთ.)      
განსახილველი საკითხები: მოსწავლის სკოლაში პირველადი რეგისტრაციის წესი; რეგისტრაციის შემდგომი დოკუმენტაციის წარდგენის ვადები; ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის გამოცემის წესი; მოსწავლის მობილობის დროს განსახორციელებელ პროცედურები; მოსწავლის პირადი საქმისწარმოების დეტალები. 
მოდული 3. „ელექტრონული კომუნიკაცია (eflow) და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი“, (4 სთ.) 
განსახილველი საკითხები: საჯარო ინფორმაციის არსი; საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წესი; საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები; საჯარო ინფორმაციის გაცემის სახეები; უარის წესი საჯარო ინფორმაციაზე; საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სკოლაში პასუხისმგებელი პირის გამოყოფის წესი; ელექტრონული (eflow) დოკუმენტბრუნვა, ელექტრონული ხელმოწერის მფლობელი, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის შედგენა და სავალდებულო რეკვიზიტების ელექტრონული დოკუმენტის შექმნა, ვიზირება, გაგზავნა, მიღება, დამუშავება და შენახვა.
მსმენელები უზრუნველყოფილი იყვნენ საკითხავი მასალითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით. კურსის წარმატებით გავლის შემდეგ  მსმენელები მიიღებენ ტრენინგების გავლის დამადასტურებელ ცნობას.
ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: მარიზა აბაშიძე (ქედა) და ლიკა მკურნალიძე (ქობულეთი). 
ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებდა აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის მონიტორინგის  სპეციალისტი  ნათია ბჟალავა.