TOEFL-ის გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსზე ორი ჯგუფი შეიქმნა

2019 წლის 4 აპრილს აჭარის განათლების ფონდში, უცხო ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსების მიმართულებით გაიხსნა ორი ახალი ჯგუფი TOEFL-ის გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსზე. სწავლების ხანგრძლივობა შეადგენს 4 თვეს. აღნიშნული კურსი ორიენტირებულია ენის ცოდნის 4 უნარ-ჩვევის გაუმჯობესებაზე: საუბარი, მოსმენა, წაკითხულის გააზრება და წერა რითაც შემდგომში მსმენელებმა უნდა იხელმძღვანელონ უშუალოდ გამოცდის ჩაბარების დროს.