შეხვედრები საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში

აჭარის განათლების ფონდის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის უმთავრესი მიზანია საგანამანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების, მასწავლებლის პროფესიული სტატუსის ამაღლების გზით. აგრეთვე აჭარის განათლების ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მართვის თანამედროვე, ეფექტური სტრატეგიების დანერგვას, რაც განათლების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და მოითხოვს მართვის ყველა რგოლის ძალისხმევის მიმართვას და კოორდინირებას განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის.
ამ მიზნების წარმატებით განხორციელებისათვის ა (ა) ი პ „აჭარის განათლების ფონდმა“ შეიმუშავა ახალი ტრენინგ-კურსები. სიხლეების გაცნობისა და განხილვის მიზნით 2015 წლის 2-3 ივლისს ა (ა) ი პ „აჭარის განათლების ფონდი“- ს ადმინისტრაცია: დირექტორი - ირაკლი თავბერიძე, დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, იურისტი - მინდია ნაკაშიძე და კოორდინატორი - გიული მიქელაძე აჭარის საგანამანათლებლო რესურს-ცენტრებს სტუმრობდნენ. 
ხულოს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი: უფროსი - ედურად მიქელაძე, განათლების სპეციალისტი - ასლან შავაძე, ოქრუაშვილების სკოლის დირექტორი - ზვიად სოლომონიძე.
შუახევის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი: უფროსი - ედურად გოგრაჭაძე, განათლების სპეციალისტები - რუსუდან შავაძე და ვლადიმერ თავდგირიძე.
ქედის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი: უფროსი - დურმიშხან შავიშვილი, განათლების სპეციალისტი - თენგიზ გათენაძე.
ხელვაჩაურის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი: უფროსი - ნევრესტან დიდმანიძე, განათლების სპეციალისტი - თამარ ჩოხარაძე.
ბათუმის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი: უფროსი - გოჩა დავითაძე, განათლების სპეციალისტი - მანანა დუმბაძე.
აჭარის განათლების ფონდი - ქობულეთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი - მადონა გოგიტიძე.
შეხვედრებმა მაქსიმალურად კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა. მონაწილეებმა იმსჯელეს ახალი ტრენინგ-კურსების მიზნობრიობაზე და საჭიროებებზე, გამოთქვეს შენიშვნები და წინადადებები. 
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ: წარმოდგენილი სიახლეები განხილულ იქნას თავიანთი მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების დირექტორებთან და მათი მოსაზრებები და წინადადებები დოკუმენტის სახით გადმოეგზავნოს ა (ა) ი პ „აჭარის განათლების ფონდს“.
შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მინისტრის პირველ მოადგილესთან - ბატონ სულიკო თებიძესთან.